P.S. HE SAID YES“- წერს ნათია. როგორც ჩანს მისი საქციელი ბევრს მოეწონა და საჩუქრებიც მიიღო. ერთ-ერთი ღვინის კომპანიისგან გამოგზავნილი აღმოჩნდა.
„ამ წუთას მივიღე საჩუქარი IKANO-სგან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ბედნიერების გაზიარებისათვის და მხარდაჭერისათვის. ვერც წარმომედგინა, რომ მე და ლუკას ამბავს ასეთი გამოხმარუება მოჰყვებოდა. უამრავი უცნობი ადამიანი აზიარებს პოსტს, გვილოცავენ და გვაქებენ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას და ვარ ორმაგად ბედნიერი იმიტომ, რომ ისეთ პატრიარქალურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ასე დადებითად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩემი მიზანიც ეს იყო, რომ ხაზი გამესვა ადამიანების (განურჩევლად სქესისა) თავისუფალ არჩევანზე, თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებზე. გოგოებო და ბიჭებო იყავით თავისუფლები, ბედნიერები და თანასწორები“.

მასალის გამოყენების პირობები






