პრეზიდენტმა ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
პოლიტიკა - 15:20, 18 May, 2016     1156

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე.

ქვეყნის პირველმა პირმა ევროპული სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, სახელმწიფოს ევროპული სისტემით მოწყობაზე და ქრისტიანულ რელიგიაზე, როგორც ქვეყნის ევროპული მოწყობის ნაწილზე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ლექციაზე განაცხადა, წელს საქართველოში დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღინიშნება და სწორედ ამიტომ წლევანდელი წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა. დღეს ქვეყანა დგას იმ გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა ჰქვია.

პრეზიდენტმა არჩევანის თავისუფლებაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად განათლების სისტემას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, პარლამენტის ქუთაისში საქმიანობას, იმერეთის რეგიონის და ქუთაისის განვითარებას შეეხებოდა.

პრეზიდენტის საჯარო ლექციის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42