27 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებამ საინფორმაციო კამპანია დაიწყო
პოლიტიკა - 15:11, 18 May, 2016     1151
თავდაცვის სამინისტრომ 27 მაისს იპოდრომის პარკში (ძველი იპოდრომის ტერიტორია) შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების საინფორმაციო კამპანია დღეს, ოფიციალურად გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის უწყება ავრცელებს:

"ღონისძიება თავისი ფორმატითა და შინაარსით Social Event-ია, თუმცა, სამხედრო კომპონენტების ინტეგრირებასაც ითვალისწინებს. მისი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების როლისა და კომპეტენციების შესახებ საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირებაა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დღეს, დავით აღმაშენებელის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, თბილისის სამოცამდე საჯარო სკოლას ამერიკული ჯავშანმანქანებით, „ჰამერებით“ესტუმრნენ. იუნკერების და ჯარისკაცების სტუმრობას სკოლებში მოსწავლეები დიდი ინტერესით შეხვდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. სტუმრებმა მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური მასალები დაურიგეს და ღონისძიებაზე მოიწვიეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებისა და სამხედრო მოსამსახურეების შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან 25 მაისამდე გაგრძელდება.

27 მაისს, 11:00 საათზე იპოდრომის პარკში საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო ჯავშანტექნიკის გამოფენა, სამთო, კიბერ და სამედიცინო სწავლებები, თამაშები, სამხედრო ორკესტრების შოუ, ასევე ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების საპარაშუტე შოუ და სხვადასხვა სახის შემოქმედებითი წარმოდგენები გაიმართება.

ერთად ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილე."- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42