აქციის მონაწილეებმა მოთხოვნების დასაკმაყოგილებლად მაუწყებლის ხელმძღვანელობას 21-დღიანი ვადა მისცეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ საია-სა და პროფკავშირის იურიდიულიდეპარტამენტის წარმომადგნელები.
მაუწყებლის აღნიშნული თანამშრომლები სპეციალური განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართავენ და ითხოვენ გამოიყოს ჯგუფი, რომელიც მათსა და არხის ხელმძღვანელობას შორის მედიატორის როლს შეასრულებს .
როგორც „ნიუპოსტს“ ჟურნალისტმა ლაშა მესხმა განუცხადა, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაფიცვას გეგმავენ.
„დროა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტი გახდეს თანამშრომელი. მით უფრო რომ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მაუწყებლის დაფინანსება ყოველ წელს იზრდება. ვითხოვთ ხელფასების მომატებას და იმ სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას, რომელიც სახელფასო პოლიტიკაში არსებობს, ასევე ჩვენი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება“- აღნიშნა ჟურნალისტმა.
იმ შემთხვევაში თუ თანამშრომელთა მოთხოვნა არ გაითვალისწინა არხის ხელმძღვანელობამ ლაშა მესხის თქმით, ისინი გაიფიცებიან.
„თუ მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული 21 დღის შემდეგ, კანონის დადგენილი ნორმით გავიფიცებით. მე ვარ პროფკავშირული, პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამ პროტესტს ჩვენ პროფკავშირების იურისტებსა და სამოქალაქო სექტორთან ერთად ვმართავთ. ამ ბრძოლაში მარტონი არ ვართ“ - თქვა მესხმა.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორის, გიორგი გვიმრაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „შესაძლოა საზმაუს ზოგიერთ თანამშრომელს სამსახურის დატოვებაც მოუწიოს“ მესხმა არაადეკვატური უწოდა.
„ეს არის ყველაზე არაადეკვატური მიდგომა. გვიმრაძის მხრიდან ეს არაადეკვატური პასუხია ჩვენს მოთხოვნაზე. კიდევ ერთი დასტურია რომ მენეჯმენტს ჩვენი არ ესმის ან არ უნდა ესმოდეს“- განმარტა „ნიუპოსტთან“ გამაფრთხილებელი პრესკონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მასალის გამოყენების პირობები






