საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 13:39, 18 May, 2016     2788
საქართველოს პროკურატურის დელეგაციამ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით დაასრულა სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარმა პროკურორმა სხვადასხვა სამუშაო შეხვედრები გამართა, რომელზეც განხილული იყო საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმები და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უწყებების სპეციფიკა და გამოცდილება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილეს სალი იეიტსის შეხვდა.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილეს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ასევე ესაუბრა პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე, რაშიც საქართველოს პროკურატურას აშშ-ს საელჩო საქართველოში აქტიურ დახმარებას უწევს. საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტებსა და საქართველოს პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებს.
აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილემ სალი იეიტსიმ საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები და ბოლო პერიოდში სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა და საქართველოს პროკურატურის განვითარებაში ექსპერტულ დონეზე მხარდაჭერისა და დახმარების მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დაისახა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის დელეგაციამ, რომელსაც მთავარ პროკურორთან ერთად მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი წარმოადგენდნენ, შეხვედრები გამართა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან ჯეიმს კომეისთან, კოლუმბიის ოლქის პროკურორთან ჩენინგ ფილიფსთან, აშშ-ს პროკურორთა აღმასრულებელი ოფისის დირექტორთან მონტი ვილკინსონთან, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისის წარმომადგენლებთან, კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მოსამართლე რასელ ფ.ქანანთან და დიპლომატიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გრეგორი სთართან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42