საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორის, გიორგი გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რაც როგორც თანამშრომლების ხელფასების კორექტირებას, ასევე გარკვეული თანამშრომლების სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებას ითვალისწინებს.
" შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვება. ეს პროცესი მიმდინარეობს და იმედია მალე დასრულდება"- აღნიშნა მან და დასძინა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მოთხივნები მისთვის ცნობილია, თუმცა, ჯერ იურიდიულად წერილი ხელმძრავენლობასთან აღნიშნული მოთხოვნებით არ შესულა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. ისინი ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნებით ხელმძღვანელობას რამდენიმეჯერ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ისინი ასევე მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს შეასრულოს მედიატორის როლი.
ადმინისტრაციას კი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 21 დღიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობას მათ მოთხოვნებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






