საქართველოს პირველმა ლედიმ ლაიფციგში, ბუნდესტაგის დეპუტატ დოქტორ თომას ფეისტთან ერთად, ბავშვთა ჰოსპისი მოინახულა
პოლიტიკა - 11:36, 18 May, 2016     1316

მაკა ჩიჩუა და დოქტორი ფეისტი იმ ჰოსპისს ესტუმრნენ, რომელსაც დეპუტატი დაარსების დღიდან კურირებს და ეხმარება, როგორც ბუნდესტაგის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი.

,,ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბავშვთა ჰოსპისების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაცნობა, რადგან საქართველოშიც შენდება პირველი ასეთი დაწესებულება. საინფორმაციო მასალების გაცვლაზე უკვე შევთანხმდით", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

პირველი ლედი გერმანიაში ჰოსპისების მუშაობის სისტემასა და სპეციფიკას ფონდ " ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლებთან ერთად ეცნობა, რომლებიც საქართველოში ბავშვთა პირველ ჰოსპისს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით აშენებენ.

მაკა ჩიჩუამ ლაიფციგში ჰოსპისის წარმომადგენლები საქართველოში ჰოსპისის გახსნაზე მოიწვია, რომელიც 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება.

ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს. ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42