„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით პლაკატების გაკვრა იმ ადგილზე ხდებოდა სადაც უკვე იყო სხვა სახის პლაკატები გაკრული და ახალგაზრდებს კანონი არ დაურღვევიათ. მათი თქმით სამართალდამცველების მხრიდან ხელშეშლა თბილისის ყველა წერტილში ერთდროულად დაიწყო და პარტიის წარმომადგენლებს ჩამოართვეს ინვენტარი.
პოლიციას ახალგაზრდები არ დაუკავებია და ისინი ახსნა განმარტების საფუძველზე გაუშვეს, თუმცა პარტიაში ელოდებიან, რომ მათ ადმინისტრაციული წესით ჯარიმას დღეს გამოუწერენ.
შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდათ, მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განისაზღვრა. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ გამოტანილ განაჩენს ალასანიას გუნდი ანგარიშწორებად აფასებს და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






