რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაში მოზარდების ბანაობა ტრაგიკულად დასრულდა. გუშინ, დაახლოებით 17: 00 საათზე 14 წლის ნ.ს. ხელოვნურ ტბაში ბანაობის დროს დაიხრჩო.
წყლის ჩამკეტ მოწყობილობასთან 3 არასრულწლოვანი ბანაობდა, მათგან ერთერთი 14 წლის მცირეწლოვანი ბეტონის ჯებირიდან ტბაში გადახტა და გარდაიცვალა.
სასწრაფო - სამედიცინო ეკიპაჟის მოსვლამდე მოზარდი ტბის დაცვამ გამოიყვანა, თუმცა მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
რაც შეეხებათ გარდაცვლილის მეგობრებს, ორივე მათგანი მიღებული შოკის გათვალისწინებით, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი მოზარდი რუსთავის #5 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
მასალის გამოყენების პირობები






