მსახიობი სანდრო კაკულია ე.წ. კაბელების საქმესთან მიმართებით კომენტარს აკეთებს. ამის შესახებ კაკულიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:
„მე დღეს ყველანაირი რეგალიის გარეშე ვზივარ აქ, ვარ სანდრო კაკულია და არ ვარ პარტიის წევრი, არავის აზრს არ გამოვხატავ. მინდა ვთქვა, რომ დეტალები სამართლებრივი არ ვიცი, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა უყურებენ ამ გადაცემას, სადღაც ქალაქებში, სოფლებში, სხედან და შეიძლება ხვდებიან და ბოლომდე ვერ ხვდებიან რა პრობლემაა. მინდა მათ მივმართო, იმიტომ, რომ ჩათვალეთ, იმ ადამიანების მსგავსად მეც ახლა ამ მდგომარეობაში ვარ, შეიძლება ბევრი ადამიანის სათქმელი ვთქვა. პრობლემა და პრობლემის გამოხატვა ყველას აქვს ინდივიდუალური, ჩემი ვერსია არის ასეთი, რომ ჩვენზე სახელმწიფო ისევ ძალადობს, ეს ისევ ძალადობაა, რომელიც მუდმივად იცვლის ფორმებს, ჩვენ ისევ ვხედავთ ატირებულ დედებს, ატირებულ ცოლებს და ვეღარ ვხვდები სხვაობას, ხმარებიდან ამოღებული ცოცხი შეცვლილი შვიდწლიანი თავისუფლების აღკვეთით, ეს ერთი და იგივეა და ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო საშინელება იყოს, ვიდრე ცოცხი ან სხვა საშინელება“, - განაცხადა სანდრო კაკულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






