ნინო გოგუაძის სკანდალური განცხადება - რა მასალებს აგროვებდა ივანიშვილი ალასანიაზე
პოლიტიკა - 22:35, 17 May, 2016     8376

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოთხი წლის წინ აგროვებდა მასალას იმისათვის, რომ ირაკლი ალასანია „როგორმე ჩამოეშორებინა პოლიტიკიდან“:

„ბიძინა ივანიშვილს დღესაც იგივე ინტერესი აქვს რაც ჰქონდა ორი წლის წინ და მე ვიტყვი ოთხი წლის წინ, ზუსტად იანვარში მე მასთან პირადი ლაპარაკი მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ირაკლი ალასანიაზე იგი აროვებდა მასალას, რომ როგორმე ჩამოეშორებინა პოლიტიკიდან. გუშინ ვთქვი, მე მისი პირადი მტერი ვარ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა პირადად ჩაიდინა ეს უსამართლობა და ხუთი ალალმართალი ადამიანი, საქართველოს ჯარისკაცი ჩასვა ციხეში პირადი მოტივების და პირადი შურისძიების გამო, მე უსამართლობის მტერი ვარ, ბიძინა ივანიშვილმა უსამართლობა ჩაიდინა და ამიტომ მე მისი მტერი ვარ. ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს, მის პირად უნიჭო მსახურებს, რომ არ გაგივათ. მე ვიცი, რომ სიტყვის მოტანილს სიტყვა წაიღებს, უსამართლობის ჩამდენს მართალი სიტყვისგან ვერ დაიცავენ ვერც შეიარაღებული ადამიანები და ვერც მაღალი გალავანი.

2013 წელს ცნობილი მთავრობის სხდომის შემდეგ პირადად დამირეკა და მე მქონდა ძალიან ხანგრძლივი საუბარი და კამათი ბიძინა ივანიშვილთან. მან ვერ გადაიტანა ის ამბავი, რომ ირაკლი ალასანიამ თავის პარტიაში და ზუსტად ვიცი თანაპარტიელებმა სთხოვეს მისი კანდიდატურა ხომ არ წარგვედგინა პრეზიდენტად, გადავწყვიტეთ ერთად რომ არა. მიუხედავად ამისა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ირაკლის ამბიციები ისეთი მაღალია, რომ მას გადაეწყვიტა ეს საკითხები თანაგუნდელებთან. მას ჰქონდა მოგროვებული უამარავი ჭორი, მე არ მინდა ვთქვა რომ მას რაციონალური აზროვნება აკლია, იმდენად მოწადინებული იყო ირაკლის დისკრედიტაციაში, რომ უამრავი ჭორი ჰქონდა მოგროვებული. მაგრამ როცა გაიგო, თუ ირაკლის მოიცილებდა მეც წავიდოდი, მერე დასრულდა ეს ამბავი, შემდეგ ცოტა სხვანაირად გაგრძელდა ეს საქმე, ვითომც არც არაფერი არ ყოფილა, არც ირაკლი მოხსნა, იმ მომენტში ირაკლის მოხსნის გადაწყვეტილება ჰქონდა, მაგრამ გადაიფიქრა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42