საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრობს. აღნიშნულ თემაზე კომენტარი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა:
„რომელი პოლიტიკოსი დამარწმუნებს, რომ რუსეთის ეკონომიკა უფრო მომხიბვლელია, ვიდრე ევროპის ეკონომიკა? რომელი პოლიტიკოსი დამაწრმუნებს, რომ როდესაც მე დვიბადე და გამოვედი საბჭოთა კავშირიდან, სადაც საქართველო ნომინალური სახელმწიფო იყო, რომ ჩემი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი რუსეთთან უფრო ეფექტურია? ვერავინ ვერ დამარწმუნებს, ვერც მე და ვერც საქართველოს მოსახლეობას ვერ დაარწმუნებს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, ჩვენ გვინდა, რომ რუსეთმა ლოგიკური დიალოგის გზით აღიაროს, რომ ჩვენი ოკუპაცია განახორციელეს და ეს ოკუპაცია ლოგიკის საწინააღმდეგოა და გადადგას ნაბიჯები ამ საკითხის გადასაწყვეტად. ჩვენ ასევე გვინდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა. ჩვენ და რუსი პოლიტიკოსები უნდა დავსხდეთ და ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე უნდა თქვათ, რომ საქართველომ ისტორიულად მოიპოვა დამოუკიდებლობა, საქართველო პატივს სცემს რუსეთის სუვერენიტეტს და რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






