ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, იქნება კონკრეტული ვერდიქტი - მარგველაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს
პოლიტიკა - 21:50, 17 May, 2016     2340

გამოიყენებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე? - აღნიშნულ კითხვაზე განმარტება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით კანონპროექტი პარლამენტს მისთვის ჯერ არ გადაუგზავნია, თუმცა მას ამ კანონის მიმართ აქვს ნეგატიური დამოკიდებულება:

„როგორც კი ეს პროცესი დაიწყო, ჩემი მხრიდან და ჩემი გუნდის წევრებისგან დაისვა კითხვა იმის თაობაზე, თუ რა საჭიროებას წარმოადგენს ამ კანონის ასე ფორსირებულად გატანა? რატომ არ ხდება მისი ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა? ყველა ეს საკითხი იყო მნიშვნელოვანი, რეალურად ჩვენი სახელმწიფო სისტემა, დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტიტუტზე, ეს არის სასამართლო, საბანკო, აუდიტი, პარლამნეტი, მთავრობის სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრუქტურების უფლებამოსილებები იყოს დაბალანსებული და ხელისუფლების არცერთმა შტომ არ გადაქაჩოს თავისკენ ქვეყნის სტაბილურობა. ერთ-ერთი თემა იყო ეროვნული ბანკის თემა და ასეთი თემა არის საკონსტიტუციო სასამართლოს თემა. შარშანაც ჩემთვის გაუგებარი იყო რამ განაპირობა ეროვნულ ბანკზე ასეთი ფორსირებული შეტევა, ასევე გაურკვევლია პარლამენტის ფორსირებული განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტის მიმართ.

ჯერჯერობით პარლამენტს კანონპროექტი ჩემთან არ გადმოუგზავნია. იმისთვის, რომ მე დღეს პირდაპირ ვთქვა ვეტო იქნება თუ არა უნდა გავეცნო კანონს, განწყობა არის უარყოფითი, პროცედურული დარღვევებიც იყო. საერთოდ ტენდენცია არ მომწონს ამ მიმართებით. ეს ტენდენცია რომ შევარყიოთ ყველა ინსტიტუტი, შედეგად ვინ გაძლიერდება ამას ვერ ვხვდები. გიფიქსირებთ ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებას, როდესაც კანონი მოვა ჩვენთან და გავეცნობით, იქნება კონკრეტული ვერდიქტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42