საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში „ქარავან არტფორუმი 2016“ გახსნა
პოლიტიკა - 21:21, 17 May, 2016     1570

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ქარავან არტფორუმი 2016“ ქუთაისის მერთან და იმერეთის გუბერნატორთან ერთად გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში მოწყობილ გამოფენაზე ურბანული პეიზაჟის თემატიკაზე ფრანგი, ლიტველი, ლატვიელი, რუსი, ბერძენი, თურქი და ქართველი შემოქმედების მიერ წარმოდგენილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები და ინსტალაციები დაათვალიერა.

საქართველოს პრეზიდენტმა არტფორუმის მონაწილეებს და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქუთაისი ასწლეულების და ათწლეულების განმავლობაში იყო ქართული სულიერების, ქართული კულტურისა და ხელოვნების ერთერთი მთავარი ადგილი, ამიტომ ამგვარი აქტივობები იმერეთში სრულიად ბუნებრივია.

„სწორედ აქედან მოდიოდა ის ემოცია, რაც მერე მნიშვნელოვანი ხდებოდა მთელი საქართველოსთვის. აქედან, ისევე როგორც საქართველოს ბევრი სხვა რეგიონიდან იბადებოდა ის, რამაც შემდეგ ჩვენ გაგვხადა ქართველები და გაგვააზრებინა ჩვენი თავი, ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა.

მე მივესალმები ერთიან ქართულ კულტურულ პროცესში საქართველოს რეგიონების ხატოვან და შემოქმედებით ჩართვას და მიხარია, რომ ვარ ქუთაისში და ასეთ მშვენიერ შემოქმედებით განწყობას გავიზიარებ ქუთაისლებთან და ქუთაისის სტუმრებთან ერთად“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტფორუმი 2016" ქუთაისში პირველად იმართება და 20 მაისამდე გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42