უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ევროპული სახელმწიფო წყობის ჩამოყალიბებას - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 21:19, 17 May, 2016     1484

პრეზიდენტმა ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ეწვია.

ქვეყნის პირველ პირს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა პოლკოვნიკმა ზაზა კახიძემ დაათვალიერებინა. გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო ლიცეუმში სპორტული დარბაზი, კადეტთა საცხოვრებელი კორპუსი, კომპიუტერული ცენტრი და ბიბლიოთეკა მოინახულა, სამხედრო ლიცეუმის პედაგოგებს შეხვდა და კადეტთა სასწავლო პროცესს გაეცნო.

სამხედრო სასწავლებლის დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კადეტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა, საქართველოს ევროპულ არჩევანზე და ევროპულ ღირებულებებზე.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე. საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა კადეტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კადეტების შეკითხვები ძირითადად საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ვარშავის სამიტს, აგვისტოს ომს, რეგიონში შექმნილ ვითარებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

„ჩვენ უნდა გადავდგათ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს ევროპული სისტემების და ევროპული სახელმწიფო წყობის ჩამოყალიბებას.

მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველოში არჩევნები ტარდება. არჩევნები, სადაც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოავლინოს თავისი ნება და ძალიან მტკიცედ დააფიქსიროს როგორ ფიქრობს ის მომავალზე, რა ხედვა აქვს მომავალთან მიმართებაში და რა ღირებულებებით უნდა მომავალი ძლიერი საქართველოს აშენება”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი ტიპის სახელმწიფო, რომელიც არ იქნება არავის მხრიდან თავსმოხვეული, და ასეთი ტიპის სახელმწიფო დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოა.

„დემოკრატია ნიშნავს ჩემი კულტურის უშუალო გაგრძელებას. ჩვენი წინაპრების არჩევანი ორიენტირებული იყო ევროპისაკენ. ჩვენ ვიყავით და ვართ ურთულესი გეოპოლიტიკური რეგიონის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენი წინაპრები ყოველთვის ახერხებდნენ, რომ აქ შეექმნათ და აეღორძინებინათ ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო ყოველთვის იყურებოდა ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ლიცეუმში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის განცხადებით, წელს არის უმნიშვნელოვანესი წელიწადი. „წელს არის წელიწადი, როდესაც თითოეულმა ქართველმა უნდა აჩვენოს, რომ მას ადარდებს თავის ქვეყანა და მივიდეს არჩევნებზე. აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ახალი ქვეყნის შექმნაში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს კადეტთა სასწავლებლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით სამხედრო ლიცეუმის ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეივსება. პრეზიდენტს პედაგოგებმა ინფორმაცია მიაწოდეს, რომ სექტემბრიდან ლიცეუმში სწავლას გოგონებიც შეძლებენ.

პრეზიდენტთან ერთად ქუთაისში გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42