18 მაისს ბიზნეს-კონფერენციას გახსნის გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.
ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს სესიაში „ეკონომიკური ჰაბები და სატრანსპორტო დერეფნები - სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ბიზნეს მოდელები“. აღნიშნულ საკითხზე თანამომხსენებლები იქნებიან უკრაინის, ლატვიის, რუსეთისა და გერმანიის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელი პირები.
ბერლინის ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს-სტრუქტურების და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები. კონფერენციაზე განხილული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო დერეფნები, ვაჭრობის, ენერგოენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები






