თბილისის საკრებულოში 4 საათიანი განხილვა დასრულდა. თბილისის მერმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. ბოტანიკური ბაღის გასხვისების საკითხის განხილვა პოლიტიკურ დებატებში გადავიდა.
დავით ნარმანიას დეპუტატების მხრიდან მწვავე განცხადებების მოსმენა მოუწია. დედაქალაქის მერი მწვავედ გააკრიტიკა ალეკო ელისაშვილმა:
„ჩვენ ერთად ვაკრიტიკებდით საჯარო სივრცეში ნაციონალური მოძრაობის ქცევას, მაგალითად საკრებულოსა და მერიაში. თქვენ, გარკვეულმა ადამიანმა არასამთავრობო სექტორში რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ, რომ წინასწარ მოგეწყოთ დიალოგი საკრებულოსთან, გაგემართათ დიალოგი მოსახლეობასთან. სამარადჟამო არაფერი არ არის, წარმოუდგენელია ისეთი ხალხი ზის ციხეში. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ვანო მერაბიშვილს ვინმე ბუზს აუფრენდა, საშვილიშვილო სივრცე გაასხვისეთ და გასხვისების, აუქციონის შემდეგ მოდიხართ და გვესაუბრებით“, - მიმართა ნარმანიას ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






