დავით ბაქრაძე ქალაქ ოზურგეთში ევროპის კვირეულს დაესწრო
პოლიტიკა - 19:15, 17 May, 2016     1147
დღეს ევროპის კვირეულთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე ქალაქ ოზურგეთს სტუმრობდა.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სხვადასხვა ტიპის აქტივობით იყო დატვირთული.

ევროპასთან ინტერგაციის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ხატვა ღია ცის ქვეშ და ახალგაზრდების ‘’ფლეშ-მობი’’ - დღეს საზოგადოებას საკმაოდ საინტერესო აქტივობების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გამოსვლისას ყურადღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა:

‘’ოზურგეთში ჩვეული, გურიისთვის დამახასიათებელი ოპტიმისტური განწყობა დამხვდა. გურია ყოველთვის იყო პოლიტიკურად ყველაზე აქტიური, ჯანსაღად მოაზროვნე და ტოლერანტული მხარე და ასეთად რჩება. საქართველო მუდამ ევროპული ოჯახის წევრი იყო, ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება გვაქვს და ჩვენი ისტორიული ადგილი სწორედ ევროპაშია. დიდი იქნება ის სარგებელი, რომელსაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით, თავისუფალი ვაჭრობითა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებით მივიღებთ და ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს’’.

‘’საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, განსაკუთრებით ახალგაზრდების დამოკიდებულებით და მათი ნამუშევრებით. ისინი ძალიან სწორად ხედავენ ჩვენს ევროპულ არჩევანს და მის მართებულობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოება სრულიად მზად არის გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ მიმართულებით უკვე სერიოზული პროცესებია დაწყებული, ვიზალიბერალიზაციაც ფაქტიურად დასრულებულია. ამ საქმეში კი განსაკუთრებული როლი დავით ბაქრაძის უწყებას მიუძღვის და დიდი მადლობა მას ამისთვის’’ - განაცხადა შეხვედრაზე ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

შეხვედრა ანსამბლ ‘’ვახტანგური’’-ს მიერ შესრულებული გურული კრიმანჭულით დასრულდა.

საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს, სადაც დავით ბაქრაძემ საქართველოს პოლიტიკაზე ევროპასთან დაკავშირებით, მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42