მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიების პროგრამის შესახებ ეროვნულის სამოსის დღის ორგანიზატორებმა დღეს გამაღთულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მათი განცხადებით, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, კოსტიუმირებული მსვლელობებით და საინტერესო ღონისძიებებით, დედაქალაქსა და საქართველოს შვიდი ქალაქის ქუჩებში ცოცხალი მუზეუმი მოეწყობა. თითოეული მოქალაქე გაცოცხლებული ისტორიის ნაწილი გახდება.
„ძალიან ბევრი სახელმწიფო საკუთარი კულტურისა და ისტორიის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას კოსტიუმირებული დღესასწაულებით ცდილობს. თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში რამდენად მრავალფეროვანი და მაღალი კულტურული ღირებულების ეროვნული სამოსი არსებობს, ეროვნული სამოსის დღე საინტერესო და მიმზიდველი იქნება - როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც“-აღნიშნავენ ეროვნული სამოსის დღის ორგანიზატორები
მათი ცნობით, თბილისში, აბანოთუბანში ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით შემდეგი ღონისძიებები გაიმართება: „ნაციონალური სამოსის სახლის გამოფენა“ _ „ნაციონალური კოსტიუმები“ ; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა _“ეროვნული სამოსის ნაკვალევი ისტორიის ფურცლებზე“; შავფაროსან გიორგი ლაცაბიძის მჭედლობა_ საბრძოლო აღჭურვილობის და სამოსის აქსესუარების გამოფენა; ქართული რეწვის გამოფენები; დავით ჭანტურიძის ნამუშევრები - ეროვნული შესამოსელისა და საბრძოლო აღკაზმულობის გამოფენა.
19:00 საათიდან გაიხსნება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიღებენ: თეატრი „ნაბადი“, ანსამბლი „გორდელა“, პანტომიმის თეატრი, ანსამბლი „ჩვენებურები“, ქართული სბარძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ , ქორეოგრაფიული ანსამბლი „უნივერსიტეტი“, ოსეთის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი.
18 მაისს, „საქართველოს ეროვნული სამოსის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის გარდა ასევე გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
· მცხეთა - 15:00 საათზე „ბებრის ციხიდან“ დაიწყება მსვლელობა და გადაინაცვლებს „სვეტიცხოვლის“ ტაძართან. ადგილზე მოეწყობა საჩვენებელი წარმოდგენები.
· გორი - 13:00 საათზე დაიწყება ღონისძიება წერეთლის ქუჩაზე. 14:00 საათზე დაიწყება მსვლელობა, ეროვნული სამოსით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან წერეთლის ქუჩამდე. წერეთლის ქუჩაზე მოეწყობა გამოფენები, უამრავი საჩვენებელი წარმოდგენა და 16:00 საათზე დაიწყება გალა-კონცერტი.
· ქუთაისი - 14:00 საათი. ოქროს ჩარდახი. იგეგმება ძალიან საინტერესო ღონისძიება, ლექცია, ქართული სამოსის განვითარებასთან დაკავშირებით, უამრავი სურპრიზი დამსწრე საზოგადოებისთვის და სხვა ძალიან საინტერესო და სანახაობრივი აქტივობა.
· ზუგდიდი - 13:00 საათზე, ბოტანიკური ბაღის შიდა ტერირორია. იგეგმება გამოფენები და უამრავი საინტერესო აქტივობა.
· ოზურგეთი
· სამომავლოდ ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ეროვნული სამოსის დღე ყოველი წლის 18 მაისს აღინიშნება.
· კასპი - 12:00 საათზე დაიწყება მსვლელობა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიიდან და გაგრძელდება გიორგი სააკაძის მოედნამდე,სადაც გაიმართება ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ეროვნული სამოსის დღის ფარგლებში, მეცხრამეტე საუკუნე გაცოცხლდება, რადგან სწორედ ამ საუკუნეში დაიწყო ევროპასთან ინტეგრაცია საქართველომ და ეს ეპოქაა დასტური იმისა, რომ ეროვნულობა ხელს არ უშლის ევროპულობას დაპირიქით.
უცხოელი ტურისტები ერთ სივრცეში შეძლებენ საქართველოს გაცოცხლებული ისტორიის და კულტურის გაცნობას. ამასთან, დაგეგმილია ეროვნული სამოსის დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა იმ ქვეყანაში გაიმართოს, სადაც ქართული ემიგრაცია ცხოვრობს, რაც ასევე ზრდის ქართული კულტურის პოპულარიზაციის არეალს. ეროვნული სამოსის დღე ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი დღე აღინიშნება, ცხადჰყოფს, რომ ამ ქვეყნის კულტურული ღირებულებებისადმი დაინტერესება იზრდება და ხელი ეწყობა მის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას, ასევე ტურისტების მოზიდვას“-აღნიშნავენ ორგანიზატორები
მათივე თქმით, საქართველოს თითოეულ კუთხესა თუ ქალაქს საკუთარი დამახასიათებელი სამოსი გააჩნია, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით. ამიტომ აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) არ მოიცავს მხოლოდ დედაქალაქს, გათვლილია რეგიონებზეც, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებებში.
„ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი არსებობს, მათაც უნდა მიეცეთ საშუალება, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ეროვნულ სამოსს, რაც კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლების პრინციპს შეესაბამება“-აცხადბეენ „ეროვნული სამოსის დღის“ ორგანიზატორები.
საკონტაქტო პირი
მარი ონეზაშვილი
ტელ: 599 18 07 44
მასალის გამოყენების პირობები






