დავით ნარმანია -ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი უხერხულია
პოლიტიკა - 15:11, 17 May, 2016     1604

დავით ნარმანია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემია-დანამატებზე საუბარს „უხერხულს“ უწოდებს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას თბილისის მერიის ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით კოლოსალური თანხები გაიცემოდა.

„სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, სწორედ თქვენი მაღალჩინოსნები, მათ შორის ის პირები, ვინც ახლა დარბაზში სხედხართ, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობის პრემიებს იმ თანხიდან, რომელიც თბილისელებს და მათ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა“,- განაცხადა თბილისის მერმა. დავით ნარმანიამ დღესვე კონკრეტული ციფრები დაასახელა, თუ რა რაოდენობის თანხები გაიცემოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. მისი თქმით 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი, 2013 წელს - 17 110,5 ათასი, 2014 წელს 15 833,8 ათასი ლარი. 2015 წელს კი, ახალი ხელისუფლების პირობებში,პრემიის სახით გაცემული თანხები განახევრდა.

„ამიტომ, უხერხულია თქვენი მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი. მაშინ, როდესაც თქვენ აპიარებდით საქმეებს, რომლებიც რეალურად არ გაკეთებულა და მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდაში ხარჯავდით თბილისელებისთვის განკუთვნილ თანხებს, მაგალითისთვის, ბოლო 4 წლის განმავლობაში დახარჯული გაქვთ 15 მლნ ლარზე მეტი, ჩვენ ამ ყველაფერს საქმეს ვუპირისპირებთ. ჩვენ დღეს, სწორედ, 9 წლიან უმოქმედობას ვიმკით თბილისში. სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები, რაში იღებდით პრემიებს? თუ 2 წელიწადში დაინგრა გზები, გაჩნდა ორმოები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა? - აი, ამ უმოქმედობაში იღებდით თქვენ კოლოსალურ თანხებს. ჩვენ, ფაქტობრივად, მინიმუმზე დავიყვანეთ დედაქალაქის ბიუჯეტში საპრემიო ფონდი და მინიმუმამდე შევამცირეთ დანამატები. მაშინ, როცა თქვენ პარტიული ნიშნით არაფრისთვის უხდიდით მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ“,-განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, 2012 წლის 23 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან 3 კვირაში, ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, სპეციალურად პარტიის აქტივისტებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიაში დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნა - კერძოდ, თბილისის მერიის ოთხ შპს-ში - "ჰერმესში", "სინათლის ქალაქში", "თბილსერვის ჯგუფსა" და

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" - ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი მხარდამჭერები დასაქმდნენ.

„59 ადამიანს თბილისელები თვეში ხელფასის სახით არაფრისთვის უხდიდნენ 2500 ლარს. მე ამ პირების, სახელები და გვარები შემიძლია დაგისახელოთ და გაჩვენოთ დოკუმენტები. არცერთი მათგანი სამსახურში არ დადიოდა, ხელფასის სახით გადახდილმა თანხამ კი ჯამურად 1 549 270 ლარი შეადგინა. აი, სად მიდიოდა თბილისელებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. აი, სად მიდიოდა თანხები, რომელიც ქალაქს უნდა მოხმარებოდა - დედაქალაქის ბიუჯეტი იხარჯებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ოჯახის წევრების, მათი ახლობლების კეთილდღეობისთვის“,-აღნიშნა ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42