"ჩემი თემის წარმომადგენელს უშიშროება ოჯახის წევრების ხელყოფის მუქარით, ეუბნებოდა, რომ ეთანამშრომლა სუს-თან და "ლგბტ საქართველს"- დან გაეტანა ინფორმაცია" - განუცხადა "ნიუპოსტს" ლევან ბერიანიძემ.
რაც შეეხება ლგბტ აქტივისტების მიერ საპატრიარქოსა და სხვა შენობების შეღებვისა და საბოლოოდ მათი დაკავების ფაქტს "ლგბტ საქართველოს" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ "უბრალო ნახატის გამო" ადამიანებს დიდი ოდენობით ჯარიმას არ უნდა ახდევინებდნენ".
"ნიუპოსტის" კითხვაზე საპატრიარქოს კედლების მოხატვა იყო თუ არა პროვოკაცია აქტივისტების მხრიდან, ბერიანიძემ განმარტა, რომ ლგბტ აქტივისტებს სახელმწიფომ გამოხატვის თავისუფლება წაართვა.
"სახელმწიფომ არ დაუტოვა ლგბტ აქტივისტებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ მათ დარჩათ ერთადერთი გზა - პარტიზანული ქმედებების განხორციელება. რაც შეეხება თქვენ კითხვას იყო თუ არა ეს პროვოკაცია, ამ მოსაზრებას ვერ და დავეთანხმები. უამრავი დანაშაულია გაუხსნელი, რომელსაც სახელმწიფო არ იძიებს. პატარა ნახატზე კი ამხელა ჯარიმებს წერენ და სწრაფად რეაგირებენ. რა თქმა უნდა, არაპროპორციულია სახელმწიფოს ქმედებები"- განმარატა "ლგბტ საქართველოს" ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






