თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მივიდა. ნარმანია დეპუტატების კითხვებს უპასუხებს და ანგარიშს წარადგენს.
საკრებულოსთან შეკრებილ მესამე სექტორის წარმომადგენლებს სამართალდამცავებმა ტერიტორია დაატოვებინეს, შედეგად საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება საკმაოდ დაიძაბა. სამართალდამცავების განცხადებით, მათ უსაფრთხოების ასეთი ზომები იმისთვის მიიღეს, რათა არ მომხდარიყო რაიმე ინციდენტი, ვინაიდან საკრებულოს მიმდიბარე ტერიტორიაზე უნდა ჩაევლო მსვლელობას, რომელიც ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით ჩატარდა.
მას შემდეგ, რაც მსვლელობამ ჩაირა, აქციის მონაწილეები კვლავ დაბრუნდნენ საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი პროტესტი ამით არ წყდება, ისინი საკრებულოს მთავარ დარბაზში შედიან, სადაც დედაქალაქის მერის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დავით ნარმანიასთვის მწვავე შეკითხვების დასმას აპირებენ. ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ისინი ისაუბრებენ ბოტანიკური ბაღის საკითხი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






