მოვედი, რომ დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს- დავით ნარმანია
პოლიტიკა - 14:14, 17 May, 2016     2679

მოვედი, რათა წერტილი დავუსვა თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს და დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მზად არის საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი კიდევ ერთხელ გასცეს.

„მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. კიდევ ერთხელ პასუხი გავცე ყველა შეკითხვას და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირები დღესაც შეეცდებიან სპექტაკლის დადგმას, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. მანამ, სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა, მივმართო თბილისელებს - გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპიროს სიცრუე და ხელოვნური აჟიოტაჟი - ეს მათი სტილია. თუმცა, ჩვენ გვაქვს ფაქტები და შეგვიძლია შევადაროთ, თუ რა კეთდებოდა ქალაქში მათი მმართველობის პერიოდში და რა კეთდება ახლა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაღების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღნიშნული თემით მანიპულირებას ცდილობს, რეალურად კი ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება და ინერგება მაღალი სტანდარტები.

„გასულ წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში სხვადასხვა მიზეზით 50-მდე საბავშვო ბაღი დაიხურა. ჩვენ ამის საპირისპიროდ დავიწყეთ 7 ახალი ბაღის მშენებლობა, აღვადგინეთ დახურული საბავშვო ბაღების ნაწილი და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მოქმედ ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად შევძელით დამატებითი ჯგუფების გახსნა, რაც დაახლოებით 10 საბავშვო ბაღის ტოლფასია. დავასაქმეთ 800-მდე ადამიანი, ბაღის თანამშრომელთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გავზარდეთ; მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება გახდა უფასო. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საბავშო ბაღები გახდა უფასო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ვიწყებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42