დიმიტრი ქუმსიშვილი კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
პოლიტიკა - 12:29, 17 May, 2016     1163
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს:

"ძვირფასო კოლეგებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, 17 მაისს – საქართველოს კავშირგაბმულობის დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას, დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე, თქვენმა მაღალპროფესიულმა შრომამ კი ის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად დარგად აქცია.

მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და საფოსტო მომსახურებები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში. ეს ყველაფერი დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოს შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ღრმა ინტეგრირებაზე. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მნიშვნელოვანი სფეროს მდგრადი, ინოვაციური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრა და თქვენთან ერთად არაერთი ფართომასშტაბიანი რეფორმა, მათ შორის მიწისზედა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში განახორციელა. ამასთან, დაიწყო საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება. პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს 2000-მდე დასახლებული პუნქტის მოსახლეობის ფართოზოლოვან მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.

დარწმუნებული ვარ, რომ კავშირგაბმულობის სფეროს თანამშრომლები კვლავაც ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და საფოსტო მომსახურებების მაღალი ტემპებით განვითარებას და სრულყოფას. ამით ჩვენ საკუთარ, მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებასა და საქართველოში საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობაში."- აღნიშნულია ქუმსიშვილის მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42