თამაზ მეჭიაური "ქართულ ოცნებას" ტოვებს
პოლიტიკა - 12:34, 17 May, 2016     3540

"ქართულ ოცნებასთან" განსხვავებულ ინტერესების მიზეზით თამაზ მეჭიაური პარტიას ტოვებს.

მეჭიაური ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ამის შესახებ ის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დეპუტატი აქვე იმასაც აცხადებს, რომ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან ბიძინა ივანიშვილს უკვე მიაწოდა.

„მიმაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, გამომდინარე აქედან, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც სიის გულისთვის თავის პრინციპებზე უარს იტყვიან და მერე განაცხადებენ, როცა პარლამენტში მოხვდებიან. მე უკვე ველაპარაკე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ახლა შევხვდები ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ამის შემდეგ გავაკეთებ საბოლოო განცხადებას“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატმა არ გამორიცხა, რომ ახალი პარტია დამოუკიდებლად შექმნას. მისი თქმით, კონსულტაციები ამ მიმართულებით კონკრეტულ პირებთან უკვე დაწყებულია.

მეჭიაურმა ჟურნალისტთან საუბრისას უარყო გავრცელებული ინფორმაცია, ირმა ინაშვილის პარტიასთან გაერთიანების შესახებ.

„მე მყავს თანამოაზრეები, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ამ ხედვას, რომელიც მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ეს გუნდი და ამის შემდეგ ვისაუბროთ უკვე თანამშრომლობაზე, როგორც პატრიოტთა ალიანსთან, ისე სხვა მონათესავე ხედვების პოლიტიკურ ძალებთან“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42