შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობას.
მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო მინისტრს გააცნო საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. დავით დონდუამ ბრიტანულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და ბოლო რაუნდების დინამიკაზე. ისაუბრა ასევე რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ არაფორმალურ დიალოგზე სპეციალურ წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე აღინიშნა ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ჩართულობის მნიშვნელობა. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ყურადღება შერიგების პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდაზე გაამახვილა. მხარეებმა იმსჯელეს ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები






