საკანონმდებლო ორგანოში დღეს საარჩევნო კოდექსის ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით განხილვები იწყება. ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული ინიციატივა პარლამენტში „რესპუბლიკელებმა“ დაარეგისტრირეს.
საარჩევნო კოდექსის გერმანულ მოდელს მხარს უჭერენ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი და ნაციონალური მოძრაობა. მათი თქმით გარემოებების გათვალისწინებით აღნიშნული მოდელი ყველაზე მისაღებია, რადგან ის საარჩევნო სისტემას აუმჯობესებს და მის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება.
გერმანული მოდელის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები არჩევნებში მიღებული პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით გადანაწილდება.
ქართული ოცნებისთვის ინიციატივა მიუღებელია და მიაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსში უკვე მიღებული ცვლილებები გაცილებით მნიშვნელოვანია.
მასალის გამოყენების პირობები






