სომხური ორგანიზაცია კულტურულ ავტონომიას ითხოვს - "ჩვენ აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა ვართ"
პოლიტიკა - 20:33, 16 May, 2016     15462
აფხაზეთში მოქმედი სომხური ორგანიზაცია „კრუნკი“ აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი „კავკაზპლუსი“ იუწყება.

„სომხები აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობაა და უხსოვარი დროიდან ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით აფხაზური სახელმწიფოს განვითარების საქმეში,“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ მრავალი საუკუნის წინ სომხები აფხაზებთან ერტად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ბიზანტიის იმპერიის, არაბი და თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში და აფხაზებთან ერთად „აფხაზური სახელმწიფოს საზღვრები სურამის ქედამდე გააფართოვეს“. მათივე განცხადებით, რუსეთის იმპერიისა და საბჭოტა კავშირის დროს სომეხი მოსახლეობა ყველაზე მეტად იჩაგრებოდა.

„ჩვენ აქტიურად ვიბრძოით აფხაზებტან ერთად „ქართული ფაშიზმის“ წინააღმდეგ და ათასობით სომეხი გახდა აფხაზეთის ეროვნული გმირი, თუმცა, „დამოუკიდებლობის“ მიღწევის შემდეგ აფხაზეთის სომეხი მოსახლეობა ახალი, „აფხაზური ფაშიზმის“ წინაშე აღმოჩნდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

„მრავალტანჯული და შრომისმოყვარე სომეხი მოსახლეობა კვლავ თავდასხმას განიცდის აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეგნებულად ცდილობს ქვეყანაში სომეხი მოსახლეობის რაოდენობა შეამციროს. ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას ავაშენოთ ეკლესიები, გავხსნათ სომხური სკოლები, თეატრები და სხვა კულტურული ცენტრები,“ - წერენ „კრუნკის“ წარმომადგენლები.

ყოველივე ზემოთთქმულის საფუძველზე, „კრუნკი“ სომხურ ინტელიგენციაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ავტონომიის შექმნა არამარტო სომხური მოსახლეობის ეთნოკულტურულ განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ მოახდენს ერთაშორისი დაპირისპირების პრევენციას.

გარდა კულტურული ცემტრების გახსნისა, „კრუნკი“ ასევე ითხოვს საგარეო და შიდა ვაჭრობის საკითხებში ავტონომიური გადაწყვეტილების მიღების, საგარეო-პოლიტიკური და სხვა შეთანხმებების დადების უფლებასაც.

„კრუნკის“ წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ სომხები აფხაზეთში ეროვნულ უმცირესობას არ წარმოადგენენ და ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექნის საფუძვლად გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების ტერიტორებს ასახელებენ.

„ამ რაიონებიდან ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ სომხური მოსახლეობა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს,“ - აცხადებენ ავტონომიის მოთხოვნის მხარდამჭერები.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია ე.წ. „აფხაზეთის პარლამენტის“ სომეხი ეროვნების დეპუტატების კ. გალუსტიანისა და რ. აილიანისთვის, რომელთაც ის პარლამენტში განსახილველად უნდა წარადგინონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42