"მოიხადეთ ბოდიში ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ობამას განცხადებების გამო"- ვასაძის მიმართვა დასავლეთს
პოლიტიკა - 18:36, 16 May, 2016     4223
ფილარმონიაში მიმდინარე „მსოფლიო საოჯახო კონგრესზე“, რომლის თემაა ოჯახი თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“, ლევან ვასაძემ დასავლეთს მოუწოდა, არ ჩაერიოს საქართველოს საქმეებში და შეწყვიტოს ოჯახსა და ეკლესიაზე შეტევები. ამასთანავე ვასაძე ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამას განცხადებების გამო ბოდიშის მოხდასაც ითხოვს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა სამმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვენლოვანი და აშშ-ს პოლიტკის მთავარი პრიორტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში“

„მოიხადეთ ბოდიში ჯო ბაიდენის, ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამას განცხადებების გამო, იმის შესახებ, რომ ეროვნული ტრადიციები აღარ არის მნიშვენლოვანი და აშშ-ს პოლიტკის მთავარი პრიორტეტი ყოფილა მამათმავლობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. ახლავე შეწყვიტეთ ეს კულტურული ომი მთელი მსოფლის წინააღმდეგ, თორემ თქვენ დაკარგავთ არა მარტო საქართველოს, არამედ თქვენს ქვეყნებსაც. ჯორჯ ვაშინგტონი იყო მმართველი იმავე დროს, როდესაც ჩვენი ბოლო დიდი მეფე ერეკლე. მაგ დრომდე ადრე ჩვენი ბერძენი ძმები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოდან სიბრძნის მოტაცება იყო დიდი გმირობა. იასონი და არგონავტები საქართველოში ჩამოვიდნენ ოქროს ვერძისა და მედეას მედიცინის ცოდნის მოსატაცებლად. ღვინო ქართული სიტყვაა, რომელიც შემდგოში ვინოდ გადაკეთდა მსოფლიოსათვის. დიახ, ჩვენ აღტაცებით შევცქერით თქვენ მოკლევადიან, 200 წლიან წარმატებას და როგორც მარადიულ ერს, გვსურს, თქვენგან ვისწავლოთ თქვენი კულტურის ჯანმრთელი მხარეები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ გახრწნის ნათელ ნიშნებს თქვენ სხეულზე, ისევე როგორც ეს გვინახავს ბევრ სხვაზე, ვინც აქ მოსულა და აქედან წასულა. საქართველო არის ოჯახი და მას არასოდეს შეეხოთ არაფრით, გარდა პატივისცემისა“, - განაცხადა ვასაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42