,,ოცნების“ ტყუილი და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება - ლევან ალაფიშვილი
პოლიტიკა - 18:34, 16 May, 2016     2538

სამართლის ექსპერტი ლევან ალაფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

"უკიდურესად ნეგატიურია ჩემი დამოკიდებულება და შეფასება იმ პროცესისადმი, რომელიც ფორსირებულად დაიწყო და დასრულდა, იმ პირობებში როცა სხვა კონსტიტუციური საკითხები, სხვაგან უფრო სწრაფად არის გადასაწყვეტი, თუმცა იქ ხელისუფლების მსგავს აქტივობას ვერ ვხედავთ.

აქვე მინდა შეგახსენოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, როცა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან შეხვედრისას გააჟღერა. "იმ ბათუმელ მოსამართლეებს სიურპრიზებს ვპირდებიო", ამასთან კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კონსულტაცია მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთან გავიარეთო, ანუ სიტუაციის წარმმართველი სწორედ პოლიტიკური ორგანო იყო, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკური მოსაზრებები იყო დომინანტი" - განუცხადა "ნიუპოსტს" ალაფიშვილმა.

იურისტმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროსაბჭოს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და მოატყუა ევროპელი პარტნიორები.

"10 მაისს დატოვეს საქართველო ევროსაბჭოს მონიტორებმა, ერთი მათგანი სოციალ-დემოკრატების წევრი გახლდათ, მეორე ლიბერალ-დემოკრატების წევრია. "ქართული ოცნება" ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების წევრია, ხოლო უმრავლესობაში შემავალი რესპუბლიკური პარტია ლიბერალ-დემოკრატების. ჩვენმა ხელისუფლებამ მათივე პარტნიორები მოატყუა, ისინი მათ პარტნიორებს დაჰპირდნენ, რომ მეორე მოსმენამდე გადაუგზავნიდნენ აღნიშნულ კანონპროექტს და საგაზაფხულო სესიის ბოლომდე თანახმა ვართ დავიწყოთ განხილვა, მას შემდეგ რაც თქვენს რეკომენდაციებს არ მივიღებთო"- განმარტა ალაფიშვილმა.

"ნიუპოსტის" რესპონდენტი კანონპროექტის დაჩქარებულ ტემპში მიღებას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.

"ხელისუფლების მიზნის ამოცნობა ძალიან მარტივია: მან მცირე შანსიც კი უნდა გამორიცხოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წავიდეს. რას ვგულისხმობ: სექტემბრის თვეში 4 მოსამართლეს. მათ შორის დღევანდელ თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს გასდის ვადა. რეალურად აქიდან ორი წევრი უნდა გაამწესოს პრეზიდენტმა, ერთი პარლამენტმა და ერთიც უზენაესმა სასამართლომ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 8 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს, ვიღებთ სიტუაციას როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, იმის გამო რომ შიდაორგანიზაციული საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი და ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება და სასამართლო იქნება ქმედუუნარო. მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავის განხილვასთან დაკავშირებით. შეფერხდება საკონსტიტუციო სასმართლოს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ნებისმიერი ინიციატივა, მხარის შუამდგომლობა თუ განცხადება, რომ შეჩერდეს ეს ფაქტი 9 კაციდან 6 - მა მხარი უნდა დაუჭიროს, მაშინ, როცა ეს საკითხი უნდა განიხილოს ჩვეულებრივმა კოლეგიამ 4 წევრის შემადგენლობით და უბრალო უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება, სად არის ლოგიკა?!"- აღნიშნა ალაფიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42