„ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების ნაცვლად, მივიღეთ დასავლეთისგან დასპონსორებული პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მმართველობის ცხრა წლის მანძილზე ციხეში ჩასვა 330 ათას ადამაიანზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის შვიდ ნახევარ პროცენტზე მეტი მოხვდა ციხეში, ეს ნიშნავს, რომ ეთნიკური ქართველების ათ პროცენტზე მეტმა გაიარა სატუსაღო, ეს მოხდა სააკაშვილის და მისი ამალის წყალობით. ქართული ტელეარხების უმრავლესობა გაივსო გარყვნილი და ცინიკური ადამიანებით, ყველა ჩვენი მცდელობა დასავლეთთან, რომელიც ჯიუტად განაგრძობს საქართველოში აგრესიული ლიბერალიზმის მხარსაჭერას, უშედეგოდ მთავრდება. თავისუფლების ნაცვლად, რომელსაც დასავლეთიდან ველოდით, ჩვენ მივიღეთ ციხე, გარყვნილება და უსამართლობა. საქართველოში დასავლური კერპი დაემხო.“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.
ვასაძის მხრიდან კრიტიკის ობიექტი არასამთავრობო სექტორიც გახდა:
“ამ გაჭირვებულ ქვეყანაში არასამთავრობოების პროპაგანდით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია დასაქმების ალტერნატიული წყარო და, რომელიც 30 ვერცხლის სანაცვლოდ იზრდება ანტიტრადიციული ცინიზმის სულში და ილუზორული თავისუფლების ყალბ დაპირებაში. “ჩვენ მივიღეთ ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა, ჩვენს ტელევიზიასა და პრესაში, დიდქტატურის მცდელობა ჩვენს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ლიბერალებისა, რომელთა მთავარი მიზანი არის ერთმანეთის გამრავლება საკუთარ რიგებში, სხვათა კლანური დისკრიმინაცია გამუდმებული აურიცხაობისა და გარყვნილების ჩვენება, ტრადიციული საზოგადოების ხმის იგნორირება. არც ერთი ოჯახი, მაყურებელი და მკითხველი არ დარჩენილა ამ სისტემასთან შეხების გარეშე. .” - განაცხადა ლევან ვასაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






