„მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის“ ე.წ კაბელების საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
პოლიტიკა - 17:24, 16 May, 2016     1493

პაატა ბურჭულაძე და „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის“ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით საგანეგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:


"ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელიუფლება არ არსებობს. სასამართლო სისტემას, როგორც, „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ დროსაც ხელისუფლება სრულად აკონტროლებს. მოსამართლე იქცა ხელისუფლების ნება-სურვილის გამფორმებლად. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ მფარველობს „ნაციონალური მოძრაობის“ ინკვიზიტორი მოსამართლე მურუსიძე დღევანდელ ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაიბირა და გააგრძელა წინა ხელისუფლების რეჟიმი და ამ რეჟიმს დღეს ჰქვია მურუსიძე. „ბაცილა მურუსიძე“ უნდა ჩამოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას.

„მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისათვის“ და პაატა ბურჭულაძე მოუწოდებს მოსამართლეებს არ დაემორჩილონ ხელისუფლების ნება-სურვილს. სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ პატიმრობაში მყოფებს და პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ - კონკურენცია სრულდება იქ, სადაც იწყება „ბაცილა მურუსიძე“, რომლისგანაც ერთად უნდა დავიხსნათ სამშობლო. დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ თავის თავს განაჩენი გამოუტანა და დაგვანახა, რომ ის არაფერზე უკან არ დაიხევს. დღევანდელი სასამართლო განაჩენის შემდეგ, ხელისუფლების შესანარჩუნებლად მათი მომდევნო ნაბიჯი იქნება მედიის თავისუფლების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვა, უკვე შემდეგ კი - არჩევნების დღეს, თავისუფალი არჩევანის უფლების წართმევა. თუ ვერ მოვახერხებთ მდგომარეობის დღესვე გამოსწორებას, 9 ოქტომბერს გვიანი იქნება."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42