,,გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ან ამომრჩეველს ან საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებას“ - ქარდავა ე.წ. კაბელების საქმეზე
პოლიტიკა - 16:48, 16 May, 2016     1837
წინასაარჩევნოდ მიღებული უნიჭო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანას საერთაშორისო არენაზე და ზრდის ქვეყნის შიგნით დაძაბულობას - ასე აფასებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

,,ბოტანიკური ბაღის საქმე, მთაწმინდის ფერდობების საქმე, რუსთავი 2-ის საქმე, საარჩევნო სისტემის გაუარესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ახლა უკვე ე.წ. კაბელების საქმე - ყველა ეს საქმე და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, თუ საზოგადოება კარგად დააკვირდება, გაკეთდა ან კეთდება სასამართლოს ხელით.

საქმე გვაქვს, ქართული სახელმწიფო ინტერესებისთვის სერიოზული ზიანის მიყენებასთან. ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტები, უკვე ყოფლი მოკავშირეებიც იდევნებიან, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და განსხვავებული აზრის მატარებელი მედიასაშაულებები იდევნება - ეს ეხება რუსთავი 2-ს, მაესტროს, გავიხსენოთ დახურული მაღალრეიტინგული თოქშოუები. ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა წინასაარჩევნოდ ისეთი, რომელიც ერთის მხრივ, სრულად ანადგურებს სასამართლოს სისტემას და ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, და ეს ხდება ვიზალიბერალიზაციის წინაპერიოდში და ვარშავის სამიტამდე. მეორეს მხრივ, როცა ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში იმყოფება და საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით გამძაფრებულია თითოეული მოვლენის მიმართ, იმ ტიპის გადაწყვეტილებები ხელისუფლების და არა სასამართლოს მხრიდან, რაც დღეს ე.წ. კაბელების საქმესთან დკავშირიბით ვნახეთ - ეს ყველაფერი ზიანს აყენებს არა ცალკე აღებულ ბოტანიკურ ბაღს, ან თვისუფალ დემოკრატებს და ან რუსთავი 2-ს, არამედ ქართული სახელმწიფოს სტარტეგიულ კურსს. ეს არის მედლის ერთი მხარე.

მედლის მეორე მხარე კიდევ უფრო ბნელი და სახიფათოა. მე აღვნიშნე წინასაარჩევნო კამპანიის, როგორც საზოგადოების მაღალი აქტივობის პერიოდი, ამ პერიოდში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ხელისუფლების მხრიდან, საქართველოში ჯერ არ მინახავს. ყველა ხელისუფლება, რაოდენ უარყოფითად არ უნდა ყოფილიყო იმ პერიოდში შეფასებული, წინასაარჩევნო კამპანიისას ყოველთვის უფრთხოდა ასეთი უგუნური გადაწყვეტილებების მიღებას“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი.

,,ხელისუფლების უხეში შეცდომების კასკადზე გადაწყვეტილების მიღება ან ამომრჩეველს მოუწევს ან საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებას. პირველ შემთხვევაში ხელისუფლება ზარალდება და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, ყველა თავის შეცდომებზე აგებს პასუხს, მაგრამ თუ ეს შეცდომები შეუქცევადი გახდება, ამ შემთხვევაში ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები დაზარალდება და ამაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას დაეკისრება" - აცხადებს ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42