საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა გერმანიაში შეხვედრები გამართა
პოლიტიკა - 16:40, 16 May, 2016     1102

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მიწვევით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გრაფენვიორის საწვრთნელ ბაზაზე ნატოს ექვსი ქვეყნის მონაწილეობით გამართულ თავდაცვით და შეტევით სწავლებას ,,Strong Europe Tank Chalange‘‘ დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობისა და გერმანიის ბუნდესვერის ორგანიზებით გაიმართა.
გენერალური შტაბის უფროსმა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით სწავლების ხელმძღვანელებთან და სატანკო სასწავლებლების ინსტრუქტორებთანაც გამართა შეხვედრა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა „ტორგელოზე“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ სამხედროებს სერთიფიკატები გადასცა და მათი მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. სადაზვერვო ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ივლისში ჩაერთვება და მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში გერმანული ქვედანაყოფის მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გენერალური შტაბის უფროსი ბელგიის სამეფოში განაგრძობს ვიზიტს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო კომიტეტების სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ასევე, ორმხრივი შეხვედრები ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტერ პაველთან, ნატოს ტრანსფორმაციის სტრატეგიული სარდლობის სარდალთან, გენერალ მერსიესთან და ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან, გენერალ სკაპაროტისთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42