„გასაგები გახდა, რატომ იყო მნიშვნელოვანი მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში“- მემარჯვენეები კაბელების საქმეზე
პოლიტიკა - 16:53, 16 May, 2016     1501
ე.წ კაბელების საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რომლის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, "ახალი მემარჯვენეები" უსამართლოს უწოდებენ. პარტიის განცხადებით ქვეყანაში ჩამოყალიბდა „მურუსიძის სასამართლო“ და „შოთაძის პროკურატურა“. "ახალი მემარჯვენეების" განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს ცნობილი გახდა „მურუსიძის სასამართლოს“ განაჩენი ე.წ. კაბელების საქმეზე. 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 5 ადამიანს, რომელთა „ბრალი“ ვერ დაასაბუთა პროკურატურამ და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ისინი არიან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ამ გადაწყვეტილებამ, ალბათ მათთვისაც კი, ვისაც ეს არ სჯეროდა, გასაგები გახადა რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში! სამწუხაროდ, „მურუსიძის სასამართლო“ და „შოთაძის პროკურატურა“ არა მარტო ე.წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებულთათვის არიან განაჩენი, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის ჩვენს ქვეყანაში! დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ რეფორმა არ შედგა და მართლმსაჯულების სისტემა კვლავ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია ხელისუფლების ხელში. მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი ბრძოლა „მურუსიძის სასამართლოს“ ამ უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შეცვლისთვის უნდა გაგრძელდეს და უდანაშაულო ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს; ისევე, როგორც უნდა გაგრძელდეს დაწყებული ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის ჩვენს ქვეყანაში და ის უნდა იქნას მიყვანილი საბოლოო გამარჯვებამდე!"- აღნიშნულია "ახალი მემარჯვენეების" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42