ბაქო-სუფსის პროექტით შეიქმნა მეტი სტაბილურობის გარანტია რეგიონში- კვირიკაშვილი
ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი, რომლითაც დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს, "ბრითიშ პეტროლიუმის" წარმომადგენლებს და მეგობარი ქვეყნების ელჩებს საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ბაქო-სუფსის მილსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ოცი წლის შემდეგ, ჩვენ მოწმე ვართ ყველა იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებისა, რომლის მიზანიც იყო „სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის“ ამოქმედება. ეს ყველაფერი კი ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტით დაიწყო, რასაც მოჰყვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და მისი საიმედო და მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის შექმნა. ამ პროექტის წყალობით საქართველო საბოლოოდ დამკვიდრდა და დაბრუნდა მსოფლიო რუკაზე მთავარ, ისტორიულ სატრანზიტო ქვეყნად, რომელიც საუკეთესო სატრანზიტო მარშრუტს ქმნის აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 20 წლის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს - ბაქო-სუფსის პროექტით დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„20 წლის წინ აზერბაიჯანული ნავთობით პირველი ტანკერი შეივსო და გაემართა დასავლეთით - ევროპისკენ და დღეს, 20 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტს მოჰყვა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ევროკავშირის ბაზარზე კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსების ტრანსპორტირების სფეროში. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ და აზერბაიჯანმა თურქეთთან ერთად ჩამოაყალიბეს სტრატეგიული პარტნიორობა და განავითარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. შედეგად, ისეთი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა „სამხრეთ-კავკასიური გაზის მილსადენი“, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და, რა თქმა უნდა, „ბაქო-თბილისი-სუფსის“ ნავთობსადენების პროექტები ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმატებული მაგალითებია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, აცნობიერებს საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას და სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს არსებულ და მომავალ ენერგეტიკული პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციას ევროპისა და სხვა ჩართული ქვეყნების მიმართულებით.
ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა. არტურ რასიზადეს განცხადებით, ბაქო-სუფსის, ბაქო- თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სტრატეგიული და ამავდროულად საერთაშორისო პროექტებია, რომლებიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა