გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტს შეხვდა
პოლიტიკა - 14:18, 16 May, 2016     1115

პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო „ბაქო-სუფსას ენერგეტიკული დერეფნის“ 20 წლის იუბილე, რომელიც გახდა საფუძველი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისა, - ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან.

პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიურ დინამიკას. აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სფეროებში არსებული მზარდი პოტენციალი. მხარეებმა განიხილეს ის კონკრეტული პროექტები, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. ისაუბრეს ორი ქვეყნის მნიშვნელობასა და როლზე საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ 20 წლის წინ, 1996 წლის 8 მარტს აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგოდერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR”-ის პრეზიდენტი, როვნაგ აბდულაევი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42