"ძალიან ვწუხვარ, რომ 5 ადამიანის თავისუფლების საკითხი პოლიტიკურ თემად არის ქცეული. ეს საქმე თავიდანვე სერიოზული ხარვეზებით მიმდინარეობდა. ხელისუფლებამ ვერ შეძლო საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ აქ წმინდა სამართლებრივი პროცესი იყო. ფატალური შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როცა მაღალჩინოსნები დააპატიმრეს. მართალია მოგვიანებით ხუთივე მათგანი გაათავისუფლეს, თუმცა ეს რეაქცია დაგვიანებული იყო"- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
კითხვაზე რა პოლიტიკურ პროცესს ვიხილავთ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების შემდეგ და რა შედეგს მოუტანს "რუსთავი 2" - ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მოქმედ გუნდს ექსპერტმა შემდეგნაირად უპასუხა:
"დღეის მდგომარეობით იმის თქმა, რა შედეგს მოიტანს ირაკლი ალასანიასთვის ქუჩის აქციები ძნელი სათქმელია. თუ მთლიან სურათს შევხედავთ, ამ საქმეს და რუსთავი 2- ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს შევაჯამებთ, მთლიანობაში არსებობს საფუძველი, რომ ქვეყანაში სამართლის კრიზისი შეიქმნას"- განმარტა ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






