თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის
პოლიტიკა - 13:37, 16 May, 2016     1368
მიმდინარე წლის 9–13 მაისს პეკინში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გაიმართა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრისას მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორივე მხარე მზად არის, მოლაპარაკებები 2016 წლის ბოლომდე დაასრულოს.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეებს შორის მოხდა შეთავაზებების გაცვლა საქონლით ვაჭრობის და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილში. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საბაჟო პროცედურების, წარმოშობის წესების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილებში.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციულ ერთეულის ჰონგ-კონგის წარმომადგენლები. ჰონგ-კონგის მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მიუერთდეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საქართველოს დამატებით გაეხსნება 1.4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართება თბილისში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მესამე რაუნდზე კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაუნდებს შორის თემატური შეხვედრები ჩატარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42