ე.წ. კაბელების საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გია ვოლსი კომენტარს აკეთებეს. მისი განცხადებით არ შეიძლება მიღებული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირდე:
„ახლა მოდაშია ის თემა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ. რთულია შეფასება. ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთი მაღალი სასჯელი ემოციასთან არის დაკავშირებული და ემოციები უფრო მეტია, ვიდრე განსჯა საქმესთან დაკავშირებით, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, არსებობს სასამართლო სისტემა, გასაჩივრებაც შესაძლებელია და ამ საკითხების უფრო სიღრმისეული განხილვა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ 5 პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






