ვინ შეიძლება იდგეს "ბოსტონის ტერაქტის" უკან
მსოფლიო - 16:44, 16 Apr, 2013     611

 

პირველი და ყველაზე გავრცელებული ვერსიაა - ისლამისტი ტერორისტები.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ალ ქაიდას" და სხვა მასთან დაკავშირებულ ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებს  დიდი სურვილი აქვთ შური იძიონ აშშ-ზე. მათ ეს არაერთხელ განუცხადებიათ. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წლის შემდეგ აშშ-ში მათ ტერაქტი არ განუხორციელებიათ, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ ამზადებდნენ მას - ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ამ 12 წლის მანძილზე რამოდენიმე ტერაქტის მცდელობის აღკვეთა მოახერხეს.

 

ვერსია მეორე - ადგილობრივი ულტრამემარჯვენეები.

 

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ადგილობრივ ულტრამემარჯვენეებს არ მოსწონთ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა. უახლოესი 20 წლის მანძილზე არაერთი ტერაქტი, თუ ტერაქტის მცდელობა ყოფილა "ულტრამემარჯვენეების" ორგანიზებით, რითიც ისინი "საზოგადოების ყურადღების მიქცევას" ცდილობენ. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო ზედმეტად ლიბერალურად ექცევა სხვადასხვა უმცირესობებს, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა. მათ არ მოსწონთ საემიგრაციო პოლიტიკაც და თვლიან, რომ ამერიკა "კარგავს სახეს", რომ "ძირძველი ამერიკელები" ყველაზე მეტად არიან დაზარალებულები დღევანდელ აშშ-ში. ამ ვერიას ამყარებს ტერაქტის ადგილიც - ბოსტონი, სადაც 1773 წელს განვითარებული მოვლენების შედეგად, საფუძველი ჩაეყარა ამერკის სახელმწიფოს.

 

ვერსია მესამე - მარტოხელა ტერორისტი, ე.წ. "ამერიკელი ბრეივიკი".

 

თუ რა შეუძლია მარტოხელა ტერორისტს, რომელიც ინდივიდუალურ ტერაქტს ამზადებს, ყოველგვარი თანამზრახველების გარეშე, ნორვეგიაში მომხდარი ტრაგედიაც მეტყველებს. შესაძლოა, ბოსტონში მოქმედებდა მარტოხელა ტერორისტი, რომელმაც ყოველგვარი "მაღალი იდეალებისა" და საზოგადოებრიობის ყურადღების მიქცევის სურვილის გარეშე, პირადი მოსაზრებებით და მოტივებით განახორციელა ეს აქტი. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ უკანასკნელ თვეებში აშშ-ში რამოდენიმე ამგვარი ფაქტი მოხდა. გავიხსენოთ თუნდაც მწირეწლოვანი მოსწავლეების დახვრეტა.

 

ცხადია, ვერსიები ბევრია და ამერიკული საზოგადოება ელოდება თუ რამდენად სწრაფად გამოიძიებენ ფედერალური სამსახურები აღნიშნულ ტერაქტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42