როგორც ირკვევა, ევა ბარბაქაძის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ხოლო მეორე ოპერაციისთვის კახა მამულაშვილის საზოგადოებას ფინანსური მხარდაჭერიკენ მოუწოდებს. მამულიჩა მადლობას უხდის კახა კალაძეს და ყველა იმ პირს, ვინც ევას დახმარება გაუწია.
”მეგობრებო- მოკლედ ოპერაცია დამთავრდა, თვითონ როგორც ამბობენ ექიმები, კარგად ჩაიარა. ზეგ უკეთებენ მეორე ოპერაციას. ჩვენ არ მოვდუნდეთ მთავარია, ვისაც როგორ შეგვეძლება... კახის მადლობა და ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას ვინც ეხმარება შეძლებისდაგვარად” - წერს კახა მამულაშვილი ფეისბუკზე.
ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან მარტის თვეში გადმოვარდა, მოზარდს საქართველოში ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და აუცილებელი გახდა თურქეთში გადაყვანა და ოპერაციის ხელმეორედ ჩატარება.
მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
გააქტიურდა მობილური ოპერატორების სპეციალური ნომერი ევა ბარბაქაძის დასახმარებლად.
0901701100 - "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებისთვის.
ზარის ღირებულება 1 ლარი
საბანკო რეკვიზიტები:
"საქართველოს ბანკი":
GE57BG0000000642055200
მასალის გამოყენების პირობები






