თედო ჯაფარიძე - ევროატლანტიკური ინტეგრაცია განსჯის საგანი აღარ უნდა გახდეს
პოლიტიკა - 12:21, 15 May, 2016     1134

კონგრესმენი ტედ პოს მიერ აშშ-ის კონგრესში გაკეთებული განცხადება მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვარშავის სამიტი ახლოვდება, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ამ საკითხისადმი მიძღვნილ სპეციალურ განცხადებაში.

ჯაფარიძე კონგრესმენის მიერ გაკეთებული განცხადებიდან განსაკუთრებით ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

"პირველი, ბატონი პო საქართველოს მიმართ სოლიდარობას გამოხატავს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ ტრადიციულად მთელ მსოფლიოში დემოკრატიისთვის გეზის მიმცემია. ამასთან, კონგრესმენი პო შეგვახსენებს ჯონ ფიცჯერალდ კენედის სიტყვებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-მ „უნდა გადაიხადოს ნებისმიერი საფასური, გაწიოს ნებისმიერი ტვირთი, დაძლიოს ნებისმიერი სირთულე, მხარი დაუჭიროს ყველა მეგობარს და გაუმკლავდეს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს იმისთვის, რომ თავისუფლების წარმატება მუდმივად გარანტირებული იქნას“.

მეორე, უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესმენ პოს სწორედ დემოკრატი პრეზიდენტის სიტყვებიდან მოჰყავს ციტატა და ამით იმ პრინციპების ტრადიციას აგრძელებს, რომელიც ღრმად ამერიკულია და პარტიულობას სცდება. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი საქართველოსთვის, რომელიც როგორც კონგრესმენი პო აღნიშნავს, არა მხოლოდ დასავლურ ღირებულებებს იზიარებს, არამედ ყველა დროის დასავლურ პოლიტიკურ ტრადიციებსაც. დღეს, ნებისმიერს შეუძლია აღნიშნოს, რომ დემოკრატიული განვითარების საყოველთაო ჭეშმარიტება აღიარებულია არა მარტო ვაშინგტონში და ბრიუსელში, არამედ საქართველოშიც. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, საქართველოს ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია.

ეს ფაქტია და დიახ, ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ათვლის წერტილი, ჩვენი საზოგადოების კონსენსუსის სათავე. ეს განსჯის საგანი აღარ უნდა გახდეს - ეს მხოლოდ საყოველთაოდ აღსანიშნავი ფაქტია, რომლითაც უნდა ვიამაყოთ. „საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება“ დღეს ჩვენ გვეკუთვნის, როგორც პოლიტიკურ სისტემას საქართველოში, ასევე მის მომხრეებს და ოპონენტებსაც და განსაკუთრებით ჩვენ მომავალ თაობას," - აცახდებს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42