საქართველოს პრემიერ-მინისტრი მის წინამორბედზე, ყოფილ პრემიერსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას გეგმავს:
”ბიძინა ივანიშვილი ”ქართული ოცნების” ძლიერი მხარეა და ამ მიმართულებით შეკითხვა არ მაქვს. მისი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, ის აპირებს რომ ჩართული იყოს წინასაარჩევნო კამპანიაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. არ ვიცი, რა ფორმა მიეცემა ამას - რეგიონებში წასვლა იქნება, განცხადება თუ წერილის გამოქვეყნება, მაგრამ მისი მხარდაჭერა აუცილებელია.
ვფიქრობ, შეკითხვა, ბიძინა ივანიშვილი ”ქართული ოცნების” დადებითი მხარეა თუ არა, არის მიზანმიმართული კამპანიის შედეგი - რაღაც დემონიზაციის კამპანია მიმდინარეობს ამ ადამიანის მიმართ.
ამ ადამიანმა, იმ პრობებში, როცა რეპრესიული მანქანა მოქმედებდა, საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ. ამას გარდა უამრავი რაღაც აქვს გაკეთებული. გაკვირვებული ვარ იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები და არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ივანიშვილის დემონიზაციის კამპანიის მსხვერპლნი ხდებიან. ეს არის უღირსი საქმე და ამ ადამიანის მიმართ უკიდურესი უმადურების გამოხატულება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






