ბატონი თამაზი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იყოს მომავალ გუნდში - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:51, 14 May, 2016     2771

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ თამაზ მეჭიაური თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ახალ გუნდში აღარ იქნება:

„თამაზ მეჭიაურს გავუგზავნეთ ჩვენ მოსაწვევი, მე სპეციალურად გავუწიე კონტროლი, ვერ გეტყვით რატომ არ დაესწრო. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური განხილვები ამ საკითხის, ეს იქნება გუნდური გადაწყვეტილებები, უახლოეს კვირებში ჩვენ წარმოგიდგენთ კიდევ ახალ წევრებს, ჩვენი გუნდის.

ეს არ არის პიროვნული საკითხი, ეს არის გუნდის კონსოლიდაციის საკითხი, არ უნდა არსებობდეს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბატონი თამაზი ამას არ მალავს, მას აქვს განსხვავებული მოსაზრება საქართველოს პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებით, ამიტომ სავარაუდოდ ის თავადაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იქნება ამ მოვლენებში.

ეს არის დელიკატური საკითხი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ადამიანებთან მიმართებით ასე იქცევა, რომ მე მივიღებ გადაწყვეტილებას და ვიტყვი, რომ ბატონი თამაზი აღარ იქნება, არ ვიტყვი ამას. მე საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებები მიმიღია, ამის უნარის ნაკლებობას არ განვიცდი, ყველა ადმიანთან უნდა მოვიქცეთ ღირსეულად, ბატონი თამაზი ურთულეს პერიოდში დგამდა თამამ ნაბიჯებს, ჩემი მხრიდან უკიდურესად არაეთიკური იქნებოდა, რომ მე მივიღო გადაწყვეტილება. ბატონ თამაზთან ერთად ჩვენ შევთანხმდებით, ვფიქრობ, რომ მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მნიშვნელოვნად არის აცდენილი ჩვენი გუნდის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42