საარჩევნო სიაში გაცილებით მეტი ახალი სახე იქნება, პოლიტიკური იმიჯისთვის საჭიროა - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:38, 14 May, 2016     2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაამტკიცეს. კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში მის სამომავლო გეგმებსა და საქმიანობის გადანაწილებაზე ისაუბრა.

„მე მაქვს საკმაოდ რთული ამოცანა, რომ შევუთავსო ერთმანეთს პრემიერ-მინისტრობა და პარტიის თავმჯდომარეობა. სამუშაო დროის 80 პროცენტზე მეტი პრემიერ-მინისტრობას ეთმობა. ალბათ წინასაარჩევნო პერიოდში ეს პროპორცია შეიცვლება. უფრო მეტად გადავერთვები წინასაარჩევნო აქტივობებზე. დიმიტრი ქუმსიშვილს ბევრი საკითხი აქვს დელეგირებული. ამ კუთხით სანერვიულო არ მექნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით საარჩევნო სიაში ბევრი ახალი სახე იქნება, რომელთა შესახებაც საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიიღებს:

„სასიხარულოა, რომ ასეთი ადამიანები შემოგვიერთდნენ, ეს ადმაიანები განათლებითა და გამოცდილებით გამორჩეულები არიან. ძველი გუნდი ახალ გუნდთან ერთად ბევრი კარგის გაკეთებას შეძლებს. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, როცა მოდის ახალი ლიდერი და ერთი ხელის მოსმით იცვლება გუნდი, ეს უნდა დასრულდეს. უნდა შევძლოთ ერთად მუშაობა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 21 ადამიანზე გაცილებით მეტი გავა პარლამენტში, სიაში უფრო მეტი ახალი სახე იქნება, კიდევ უფრო მეტ ახალ წევრს გაიცნობს უახლოეს პერიოდში ჩვენი საზოგადოება. ეს საჭიროა ახალი პოლიტიკური იმიჯის დამკვიდრებისათვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42