დღეს „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობა ჩატარდა. რომლის ფარგლებშიც პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს. ასევე ცნობილი გახდა ახალი სახეების შესახებ, რომლებიც პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ.
მიმდინარე მოვლენებსა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ,,ნიუპოსტთან" კომენტარი დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა გააკეთა:
„მივესალმები ახალ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ ვინც შემოუერთდა. ყოველთვის აინტერესებთ სიები როდის იქნება, როგორ იქნება, ჯერჯერობით არაფერი არ არის, ეს ყველაფერი ცნობილი გახდება ალბათ ერთ თვეში, დაიწყება ყველაფრის დალაგება. მნიშვნელობა არ აქვს ვინ, სად და როგორ იქნება, მთავარია, რომ შენ ხარ გუნდის წევრი. ამ დარბაზში ვინც ვიყავით 80 პროცენტი 2011 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრები ვართ. ზოგი თავდასხმაში იდგება, ზოგი კარებში დადგება, ზოგი ნახევარდაცვაში, მთავარია იყოს ძლიერი, პატიოსანი და თავდადებული გუნდი. 2016 წელს მსურს ვიხილო ისეთი საქართველო, რომ ყველას დაავიწყდეს მინისტრების, დეპუტატების გვარები, მთავრობის შემადგენლობა და გაჩნდეს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






