საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვისას ქვეყნის საგარეო კურსის შესახებ ისაუბრა:
„ჩვენ ვცდილობთ, ჩიხიდან გამოვიყვანოთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული ურთიერთობები. მაგრამ ურთიერთობების ნორმალიზაცია ვერ მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ეს არის ის, რაც არასოდეს არაფერში გაიცვლება. ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება გახლავთ. ჩვენ უნდა გავხდეთ დემოკრატიული, სტაბილური, და ეკონომიურად კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩვენთან ერთად ყოფნის სურვილი. მათ უნდა ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც დღეს გვაქვს, რაც მომავალში გვექნება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






