,,მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს" - პრემიერის გამოსვლა ოცნების ყრილობაზე
პოლიტიკა - 16:52, 14 May, 2016     2222

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას და მოსახლეობას მიმართა.

საკუთარი გამოსვლის დროს მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა, ასევე სამადლობელი სიტყვებით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილსაც:

„პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის ჩემთვის დიდი გამოწვევა, გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართული ოცნების დამფუძნებელს და მის პირველ თავმჯდომარეს, რომელმაც არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება, ასეთი პრეცენდენტი საქართველოს მანამდე არ ჰქონია. ჩვენმა პარტიამ პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა.

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. რომელმაც ურთულეს და საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და როგორც პრემიერ-მინისტრმა წარმატებით განაგრძო ქვეყნის მართვა, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო გუნდს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42