,,კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების გამო და მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქმედება მიმართულია არამხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის ან/და კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ, არამედ - მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებისა და მისი უმნიშვნელოვანესი როლის დაკნინებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვა, ხელისუფლების დანაწილება და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ჯეროვნად, ეფექტურად და მიუკერძოებლად განხორციელება“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
,,კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ განცხადების ტექსტი იხილეთ ვრცლად აქ.
მასალის გამოყენების პირობები






